ისრაელში პალესტინელები პოლიციელებს თავს დაესხნენ – დაღუპულია ერთი პოლიციელი და სამი თავდამსხმელი

ისრაელის პოლიციამ პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნა, რომლებიც მას თავს დაესხნენ. დაღუპულია სამი თავდამსხმელი და 23 წლის პოლიციელი ქალი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
თავდასხმა მუხლიმანებისთვის წმინდა თვის – რამადანის მესამე პარასკევს მოხდა, როდესაც ათიათასობის პალესტინელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მეჩეთში ლოცვაზე შეიკრიბა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ორმა პალესტინელმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო მესამე სასაზღვრო პოლიციის უფროს სერჟანტს, ხადას ხალკას დანით თავს დაესხა. პოლიციელი ქალი მიღებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, 2015 წლიდან პალესტინელების მხრიდან ებრაელებზე მომხდარი თავდასხმების შედეგად  42 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები