გიგა ბუკია: ჩემი ბევრი მეგობარი დღეს “დაბოლილი” კი არა, გაღიმებული დადის იმის გამო, რომ ერთხელ გაიღიმა

“ჩემი ბევრი მეგობარი დღეს “დაბოლილი” კი არა, გაღიმებული დადის, იმის გამო, რომ ერთხელ გაიღიმა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
როგორც დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლება პაპუაშვილის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მძევალია.
„ჩვენ, ხელისუფლება, მძევლები ვართ პაპუაშვილის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, როცა თქვა, 70 გრამი მარიხუანით ადამიანი შეიძლება ყოველ მეორე დღეს დააკავონ. თუ 70 გრამით ადამიანი ქუჩაში დადის, ეს მომხმარებელია თუ ბარიგა?! ჩემი ბევრი მეგობარი დღეს “დაბოლილი” კი არა, გაღიმებული დადის იმის გამო, რომ ერთხელ გაიღიმა. რა ვქნათ, ეს რეალობა იყო. აღარ მინდა ის დღე დაბრუნდეს, როდესაც, ჩემს ბავშვობაში ნარკომანი თითით საჩვენებელი კაი ბიჭი იყო“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
დეპუტატები ამ წუთებში ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტით, იცვლება მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად,  140 გრამის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად,  70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 100 გრამის ნაცვლად,  140 გრამის ოდენობით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები