პროექტის „ მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

​გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, პროექტის – “მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიმართა, სადაც ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციის და მათი მდგრადობის შენარჩუნებისთვის მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა. შეხვედრაში სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი ჩხეიძე, პარლამენტის აგრარული კომიტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები