მიხეილ ჯანელიძემ NDI-სა და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილოება მიიღო NDI-სა და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივ ღონისძიებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიის მთავარი თემა გახლდათ „ევროატლანტიკური საზოგადოება – ღირებულებები და ინტერესები“.
საკითხის გარშემო მსჯელობდნენ NDI-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დახურულ განხილვას NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი, ინსტიტუტის პრეზიდენტი კენ ვოლაკი, NDI-ის დირექტორთა საბჭოს სხვა წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Seen by ინგა ქვარცხავა at 18:33

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები