საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სპეციალური გადამზადების კურსს გაივლიან

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის გადამზადების კურსები იწყება. ამის შესახებ ბრძანებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა მოაწერა.
შსს-ს ინფორმაციით, სპეციალური გადამზადების კურსს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო დანაყოფების ყველა პატრულ-ინსპექტორი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად გაივლიან.
უწყების ცნობითვე, სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული
ნაწილი ითვალისწინებს პატრულირების განხორციელებასთან დაკავშირებულ და სხვა აქტუალურ საკითხებს, პრაქტიკული ნაწილი კი  ტაქტიკურ საპოლიციო, საცეცხლე და ფიზიკურ მომზადებას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები