ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ „მუზა“ გარდაიცვალა

მოდელი და მსახიობი ანიტა პალენბერგი, რომელიც ცნობილი როკჯგუფის, „როლინგ სტოუნზის“ წევრებთან რომანტიული ურთიერთობებით არის ცნობილი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ანიტა პალენბერგი 1944 წელს რომში დაიბადა. მამამისი მხატვარი იყო, ხოლო დედა გერმანიის საელჩოში მუშაობდა.
„როლინგ სთოუნზის“ მუსიკოსები პალენბერგმა 19565 წელს გაიცნო. თავდაპირველად, მას რომანი ჰქონდა ბრაიან ჯონსთან, თუმცა შემდეგ ისინი დაშორდნენ და მოდელი კიტ რიჩარდსთან წავიდა.
ასევე, ჭორები დადიოდა, რომ პელენბერგს რომანი „როლინგ სთუონზის“ სოლისტთან, მიკ ჯაგერთანაც ჰქონდა.
პალენბერგს და რიჩარდსს სამი შვილი ეყოლათ. ისინი ერთმანეთს 1980 წელს დაშორდნენ.
როგორც “როლინგ სთოუნზის” ერთ-ერთი მენეჯერი – ჯო ბერგმანი ამბობდა, ანიტა პალენბერგმა ჯგუფზე დიდი გავლენა მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები