მეცნიერებმა ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის ახალი მეთოდი გამოიგონეს

დიდი ბრიტანეთის სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინფარქტის შემდეგ გულის რეაბილიტაციის ახალი მეთოდი გამოიგონეს. მოხდება გულში სპეციალური ბაქტერიების ჩანერგვა, რომლებიც ფოტოსინთეზის შედეგად, ჟანგბადს გამოყოფენ. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
მეცნიერების მიერ მომზადებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, ცდები ვირთხებზე ჩატარდა, მაგრამ მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მომავალში ამ მეთოდს ადამიანებზეც გამოიყენებენ.
ინფარქტის მიზეზი გულის კუნთისთვის არასაკმარისი სისხლის მიწოდება ხდება. სისხლძარღვის ჩახერგვის გამო, გულს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება.
მეცნიერებმა გულში ბაქტერიის, Synechococcus elongatus-ის ჩანერგვა გადაწყვიტეს. ის გულიდან ნახშირორჟანგს მოაცილებს და მას სათანადო რაოდენობის ჟანგბადს და გლუკოზას მიაწვდის.
ამ მეთოდის მთავარი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ გულის ღია ოპერაცია სჭირდება. ამჟამად მეცნიერები მუშაობენ იმაზე, რომ ბაქტერია გულს ვენების მეშვეობით მიაწოდონ. გარდა ამისა, უცნობია,  როგორ აღიქვამს ადამიანის გული ამ ბაქტერიას, ამისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები