ირაკლი სესიაშვილი: ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ვამბობთ

„ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ვამბობთ. ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ყველამ გაიგოს, რა მოხდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საერთო ინტერესია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რომელიც უნდა იყოს ობიექტური.
„ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც  ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ვამბობთ. ამ საქმესთან დაკავშირებით, სრულყოფილი გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და საერთაშორისო საზოგადოებას ვუთხრათ, რეალურად რა მოხდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი შემხებლობა არ აქვთ. რაც მოხდა, ცუდია და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდა. ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ყველამ გაიგოს, რა მოხდა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია დღეს მიიღო.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს და ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები