სოზარ სუბარი: მთავრობაში საკადრო ცვლილება იმ შემთხვევაში იქნება თუ კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენენ

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობაში ძირეული საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

„მთავრობაში იგეგმება ერთადერთი საკადრო ცვლილება, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ გადაწყდა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მანვე „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ თანამდებობის მოსალოდნელი დატოვების შესახებ, ასევე, არ დაადასტურა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძეს სალომე ზურაბიშვილი შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები