ექსპო ჯორჯიაში, ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია „Welcome to Georgia“- გაიმართა

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, დღეს ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია „Welcome to Georgia“- გაიმართა. კონფერენციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრო, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, ტურისტული ინდუსტრიის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს  უკეთესი სერვისი შევთავაზოთ.
„Welcome to Georgia“ გახლავთ პროექტი, რომელიც ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერას ახორციელებს და წლის ბოლოს, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ხდება საუკეთესო ტურისტული კომპანიების გამოვლენა. თბილისის მერია პროექტის აქტიური მხარდამჭერი გახლავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც თბილისი არის ადგილი, სადაც საქართველოში შემოსული ტურისტების დიდი ნაწილი იყრის თავს, მნიშვნელოვანია ტურისტული ინდუსტრიის წახალისება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია „Welcome to Georgia“ თბილისის მერიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები