European Chamber-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი ბიზნესის წარმოების კუთხით 4 პოზიციით გაუმჯობესდა

European Chamber-ის კვლევის მიხედვით, რეიტინგში – „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“ საქართველო მე-20 ადგილს იკავებს. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა 4 პოზიციით, სარეიტინგო შეფასება კი გაიზარდა 64.7-დან 68.6-მდე.
აღნიშნული შეფასებით, საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა: ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი საბერძნეთი და სხვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით,  საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ბელორუსია, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.
European Chamber კვლევის ფარგლებში, 46 ევროპულ ქვეყნაში ბიზნესის წარმოება შეფასდა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსებს ეყრდნობა. European Chamber-ის კვლევა შეისწავლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსების საშუალო მაჩვენებელს და ზომავს ბიზნესის კეთების კონტექსტს ბიზნესგარემოს, კანონმდებლობის, ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური კლიმატის და ბიზნესზე მოქმედი რეგულაციების ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო  Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგში 44-ე ადგილს.
აღნიშნული პროგრესი ნათლად ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და ინიცირებული რეფორმების შედეგიანობას.
რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობა აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის შემდგომ განვითარებას და საბოლოოდ, დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები