აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს. აღნიშნული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.