საუდის არაბეთში აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაიჭრა. აფეთქება ქათიფის პროვინციაში, პატრულირებისას მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები