პოლიციამ ნიუკასლში ყველა მძევალი გაათავისუფლა

ყველა ადამიანი, რომლებიც დღეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნიუკასლში დანით შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა, პოლიციამ გაათავისუფლა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამჟამად ნიუკასლის შრომითი მოწყობის ცენტრში მხოლოდ ბოროტმოქმედი რჩება.
ცენტრის შენობაში რამდენიმე საათის წინ დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. პოლიციამ შენობას ალყა შემოარტყა და მასთან მოლაპარაკება დაიწყო.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერორისტულ აქტზე საუბარი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები