შოტლანდიის ეკლესიამ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

შოტლანდიის ეკლესიის სინოდმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა.
ეს ბრიტანული თანამეგობრობის პირველი ეკლესიაა, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. შოტლანდიის ეკლესიის სინოდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქორწინების კანონებში გენდერული სხვადასხვაობის ამოღების შედეგად ერთსქესიანებს არა მარტო ეკლესიაში, არამედ ღვთის წინაშე ქორწინდებიან“.
ამასთანავე სინოდის წვერები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიღებული არ ყოფილა, ამიტომ საეკლესიო პირი თავად გადაწყვეტს ჩაატაროს თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების ცერემონია. შოტლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინება 2014 წელს დააკანონეს, თუმცა აქამდე მას ეკლესია მხარს არ უჭერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები