დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ნიუკასლში მძევლები აიყვანა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნიუკასლში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ნიუკასლის პოლიციის ინფორმაციით, მძევლობაში ქალაქის შრომითი მოწყობის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება.
ამჟამად პოლიცია ბოროტმოქმედთან მოლაპარაკებას აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, მძევლებს შორის არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები