ტაილანდის სასამართლომ მონარქის შეურაცხყოფისთვის მამაკაცს 35-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტაილანდის სამხედრო სასამართლომ მონარქის შეურაცხყოფისთვის მამაკაცს 35-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” იუწყება.
თავდაპირველად, სასამართლომ 34 წლის ვიჩან ტელვონგს 70-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ შემდეგ მან დანაშაული აღიარა, რის გამოც სასჯელი გაუნახევრეს.
ტაილანდში სამი წლის წინ მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მონარქის შეურაცხყოფისთვის საერთო ჯამში, 73 ადამიანი დააპატიმრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები