დიდ ბრიტანეთში “კონსერვატორებმა” გაიმარჯვეს, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგეს

დიდ ბრიტანეთში ხუთშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატორთა პარტიამ“ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ტერეზა მეია.
ამასთან, პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, ვინაიდან ნახევარზე ნაკლები ხმა მიიღო. ახლა მთავრობის ფორმირებისთვის სხვა პარტიებთან კონსულტაციები უნდა გაიმართოს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „კონსერვატორებმა“ პარლამენტში 313 ადგილი მოიპოვეს, „ლეიბორისტებმა“ – 260. „შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ“ 35 ადგილი მიიღო, ხოლო „ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 12. ერთი ადგილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მწვანეთა პარტიას“ ექნება.
ექსპერტების აზრით, უახლოეს მომავალში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, სავარაუდოდ, გადადგება და  ახალი მთავრობის ფორმირების მეტად რთული პროცესი დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები