საფრანგეთის ერთ-ერთ მატარებელში მსახიობი დააკავეს, რომელიც ტერორისტი ეგონათ

საფრანგეთში, ჩქაროსნულ მატარებელ TGV-ში მსახიობი დააკავეს, რომელიც რეპეტიციას გადიოდა.  მსახიობი ტერორისტი ეგონათ.
მსახიობი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მარსელიდან პარიზში მიმავალი მატარებლის  ტუალეტში ჩაიკეტა და იქ ემზადებოდა როლისთვის, რა დროსაც ტუალეტთან კონტროლიორმა გაიარა. მან ინგლისურად სიტყვები პისტოლეტი“ და „იარაღი“ გაიგო და ჩათვალა, რომ საუბარია მოსალოდნელ ტერაქტზე.
ამის შემდეგ, კონტროლიორმა საფრთხის შესახებ მატარებლის ხელმძღვანელობას აცნობა, რომელმაც, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. მატარებელი ქალაქ ვალანსში დაუგეგმავად გაჩერდა და პოლიციამ 35 წლის მსახიობი  დააკავა.  დაკითხვის შემდეგ, ის გაათავისუფლეს.
ევროპის ბევრს ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთშიც, ტერორისტული საფრთხის მაღალი დონეა შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები