რუსეთის დუმაში ე.წ. ანონიმაიზერების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი შევიდა

რუსეთის სახელმწიფო დუმაში ე.წ. ანონიმაიზერების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი შევიდა.  კანონპროექტის მიხედვით, რუსეთში დაბლოკილი საიტების ნახვის სისტემების და პროგრამების აკრძალვა უნდა მოხდეს. კანონპროექტის ავტორებს სურთ, რომ ანონიმურმა პროქსი   და VPN-სერვისებმა დაბლოკონ აკრძალულ ნუსხაში შეტანილი საიტები.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი მიზანია რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული ინფორმაციის გავრცელების აღკვეთა, ასევე, კანონით დადგენილი წესების შესრულების უზრუნველყოფაა.
ანონიმაიზერის მიერ კანონის შესრულებისთვის ადმინისტრაციული ნორმები ამოქმედდება. თუ 30 დღის განმავლობაში, ანონიმაიზერი აკრძალულ საიტებს არ დაბლოკავს, „როსკომნადზორი“ მას დაბლოკავს.
ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები