სტოლტენბერგი: ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ხელს ვერავინ შეუშლის, მათ შორის რუსეთიც

საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ვერავის შეუშლის ხელს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფრანგულ გაზეთ “Le Figaro”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტოს. ამ პროცესს ვერავინ დაბლოკავს, მათ შორის, რუსეთიც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ აუცილებელია გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება.
„აუცილებელია რეფორმების გატარება, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის პრინციპის პატივისცემა“, – აცხადებს სტოლტენბერგი.
მან ასევე დაამატა, რომ არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს აღმოსავლეთით ალიანსის გაფართოება ხდება. „ალიანსი კი არ ფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სურთ ნატოში გაწევრიანება. ალიანსი ძლიერი იმედია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კომუნისტური დიქტატურის პირობებში ცხოვრობდნენ, ხოლო ახლა დემოკრატიული სახელმწიფოები არიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არაერთგვაროვანი განცხადებების მიუხედავად, შეერთებული შტატები ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები