გაეროს ინფორმაციით, მოსულში „ბოევიკებმა“ ერთ თვეში 230 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ერთი თვის განმავლობაში ერაყის ქალაქ  მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 230 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
მავე ინფორმაციის მიხედვით, 80-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოსულში საერთაშორისო კოალიციის მიერ 31 მაისს განხორციელებულ ავიადარტყმას ემსხვერპლა.
ერაყელი სამხედროები მოსულის გათავისუფლების ოპერაციას 2016 წლის ოქტომბრიდან აწარმოებენ. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ქალაქი 500 ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. მოსულის დასავლეთ ნაწილის ზოგიერთ რაიონს კვლავ „ბოევიკები“ აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები