ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

ლონდონში 3 ივნისს მომხდარი ტერაქტის საქმეზე პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დაკავებული მამაკაცები 27, 29 და 33 წლის არიან. სამივე პირი ილფორდის რაიონში დააკავეს.
ტერაქტი  ლონდონში 3 ივნისს, საღამოს მოხდა. ტერორისტები, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, ტროტუარზე მყოფ ადამიანებს შეეჯახნენ. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ბორო მარკეტის ტერიტორიაზე ხალხს დანებით თავს დაესხნენ. ტერაქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 48 დაიჭრა.
ადგილზე მისულმა პოლიციამ სამივე თავდამსხმელი მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები