საქართველოში NASA-ს ინჟინერი ჩამოდის

​საქართველოში NASA-ს ინჟინრისა და კოსმოსური პროგრამების დირექტორის, შონ ფულერის ვიზიტი 12-13 ივნისს არის დაგეგმილი. ფულერის ვიზიტი ამერიკის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამის და ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებისთვის სამეცნიერო განათლების მნიშვნელობის შესახებ ლექციებსა და სემინარებს მოიცავს.

​აღნიშნული ვიზიტი, საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებითა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) ხელშეწყობით შედგება. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ახდენს $140 მილიონის ინვესტირებას, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური, საინჟინრო, და მათემატიკური (STEM – Science, Technology, Engineering, Math) განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვისა და სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და სავარაუდოდ, სარგებლობას მოუტანს 1.7 მილიონ ქართველს. კომპაქტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს უნივერსიტეტს შორის პარტნიორობას, რაც საშუალებას იძლევა, სან დიეგოს უნივერსიტეტმა ამერიკაში აკრედიტირებული STEM ბაკალავრის ხარისხები გასცეს. ასევე, ჩატარდეს ტრენინგები საშუალო სკოლების ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მასწავლებლებისთვის და სკოლის დირექტორებისთვის, მოხდეს ეროვნული და საერთაშორისო განათლების შეფასება, სოფლის სკოლების რეაბილიტაცია, გაიცეს გრანტები ისეთი პროფესიული სასწავლებლებისთვის, როგორებიცაა ავიაციის აკადემია თბილისში და საზღვაო აკადემია ბათუმში.
​შონ ფულერი მისურის შტატის ქალაქ სანტ ლუისში დაიბადა და იქვე გაიზარდა. შონმა პილოტის ლიცენზია ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მიიღო და ფიზიკის ინჟინერიის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ემბრი რიდლის აერონავტიკის უნივერსიტეტში მოიპოვა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, შონმა მუშაობა გაერთიანებულ კოსმოსურ ალიანსში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაიწყო, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) მისიის ორგანიზატორად. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილებამ განაპირობა NASA-ში მუშაობის დაწყება, სადაც ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპედიცია 1-ის ოპერაციების ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ რანგში შონი ზედამხედველობდა ექსპედიცია 1-ის მისიის მომზადების ბოლო ეტაპს და წვრთნებს NASA-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპედიცია 1-ის ეკიპაჟის წევრი ასტრონავტისთვის.
ამჟამად, ფულერი მუშაობს კოსმოსში ადამიანების ფრენის NASA-ს პროგრამების დირექტორად ევრაზიის მასშტაბით და პასუხისმგებელია NASA-ს ეკიპაჟის წვრთნაზე, ფრენის მართვის ცენტრზე, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფრენის მართვის გუნდისა და ინჟინრების მუშაობაზე.
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ყველა მსურველს შეუძლია, დაესწროს შონ ფულერის საჯარო ლექციას სამშაბათს, 13 ივნისს, 19:00-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 32, ოთახი B 201. ლექცია შეეხება კოსმოსურ კვლევებს, როგორც წყაროს, სხვადასხვა სფეროში ინოვაციისა და მეწარმეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები