უჩა ნანუაშვილმა სასამართლოს ე.წ.ციანიდის საქმის განხილვაზე დასწრების მოთხოვნით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრებას ითხოვს. უჩა ნანუაშვილმა საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნილი მოთხოვნით, მიმართვა გაუგზავნა. სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ მას სასამართლოზე დასწრების უფლება მიეცემა.
“სახალხო დამცველს ერთხელ უკვე შეეზღუდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დასწრებოდა ე.წ ციანიდის საქმის განხილვას. იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება, რადგან შესაბამისი მიმართვა რამდენიმე დღის წინ მოსამართლის სახელზე უკვე გავგზავნე”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები