უკრაინამ კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ნატოს წვერი უნდა გახდეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი უნდა გახდეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ გადაწყვეტილებას 357 დეპუტატიდან მხარი  276-მა დაუჭირა. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არის მიღებული.
„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების უზრუნველყოფის სრულიად ახალ ამოცანებს აყენებს“, – წერია კანონის განმარტებით ბარათში.
აქამდე, “უკრაინის საგარეო პოლიტიკის საფუძვლების” და “უკრაინის ეროვნული უშიშროების შესახებ” კანონებში ეწერა, რომ “უკრაინა ნატოსთან თანამშრომლობს ამ ორგანიზაციის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების მისაღწევად”. ახლა კი ჩაიწერა შემდეგი ფორმულირება – „ნატოსთან თანამშრომლობს ალიანსში გაწევრიანების მიზნით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები