ჩრდილოეთ კორეამ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოსცადა. რაკეტებმა 200 კილომეტრი გაიფრინეს და იაპონიის ზღვაში ჩავარდნენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სამხრეთ კორეელი სამხედროების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეას სურს აჩვენოს, რომ მას სამხედრო ხომალდების განადგურება შეუძლია.
ბოლო დღეებში აშშ-მა კორეის ნახევარკუძნულთან რამდენიმე საბრძოლო ხომალდი გააგზავნა. იქ მყოფ ავიამზიდებს “კარლ უილსონსა” და “რონალდ რეიგანს” მალე „ნიმიციც“ შეუერთდება.
საერთაშორისო თანამეგობრობის ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად ფხენიანი რაკეტების გამოცდას განაგრძობს. ასევე ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ამ ქვეყანას ბირთვული იარაღი უკვე აქვს.
ფხენიანი ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას საკუთარი თავი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები