შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად მიხეილ კალაძე დაინიშნა

 შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად მიხეილ კალაძე დაინიშნა. მიხეილ კალაძე მანამდე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი იყო.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, როტაციები უწყებაში საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას მანამდე კახა ბუხრაძე იკავებდა, რომელიც 6 ივნისს ქვემო ქართლის საპატრულოს უფროსად დანიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები