მიანმარში თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელიც ოთხშაბათს რადარებიდან გაქრა

მაინმარში თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელიც 7 ივნისს რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავის ბორტზე 122 ადამიანი იმყოფებოდა, ის ანდამანის ზღვაში ჩავარდა.
თვითმფრინავის ნამსხვრევების გარდა მაშველებმა დაღუპულთა ცხედრებიც აღმოაჩინეს, საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირი, სავარაუდოდ, დაიღუპა.
სამძებრო ოპერაციაში ცხრა ხომალდი და სამი სადაზვერვო თვითმფრინავი მონაწილეობდა.
ჩინური წარმოების თვითმფრინავი Y-8F-200,  ქალაქ იანგონში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი 122 პირიდან 35 სამხედრო მოსამსახურე და 15 ბავშვი იყო.
ამჟამად კატასტროფის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები