ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების მთავარი თემა „ბრექსითი“ და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკაა. ​ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრემიერმა, ტერეზა მეიმ აპრილში დანიშნა. ადგილობრივი საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თემთა პალატის ყველა წარმომადგენელს ხალხი ირჩევს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ბრიტანელებს საარჩევნო ყუთებთან უწევთ მისვლა. 2015 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, 2016 წელს კი – რეფერენდუმი ევროკავშირის დატოვების შესახებ. არჩევნებში რამდენიმე პარტია მონაწილეობს. თუმცა, მთავარი მოთამაშეები ტერეზა მეის „კონსერვატიული პარტია“ და ჯერემი კორბინის „ლეიბორისტები“ არიან. გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, 40 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი. საარჩევნო უბნები ლონდონის დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები