გერმანია თურქეთის ავიაბაზიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს

გერმანიის მთავრობამ თურქეთში მდებარე ინჯირლიყის ავიაბაზიდან თავისი კონტინგენტის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ავიაბაზაზე 2016 წლიდან 260 გერმანელი სამხედრო მოსამსახურეა ბაზირებული. გერმანელი სამხედროები სირიასა და ერაყში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობენ, ანუ სადაზვერვო ფუნქციებს ახორციელებენ და სამხედრო თვითმფრინავებისთვის საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფენ.
სამხედრო ტექნიკა და ტექნიკური პერსონალი იორდანიაში გადაინაცვლებს, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.
ცნობისთვის, ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები