ნატოს შტაბბინასთან მონტენეგროს დროშა აღიმართა

ნატოს შტაბბინასთან მონტენეგროს დროშა აღიმართა. დროშის აღმართვის ცერემონია ბრიუსელში გაიმართა. მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი გახდა.
„მონტენეგრო  ჩვენი სრულუფლებიანი წევრი გახდა. ის ნატოს წევრებთან ერთ მაგიდასთან ერთობლივ საკითხებს განიხილავს. მონტენეგრო სხვა ქვეყნებსაც სიგნალს აწვდის. თუ ქვეყანა რეფორმებს ატარებს, კანონის უზენაესობის პრინციპს იცავს და საერთო უსაფრთხოებაში წვლილი შეაქვს, ის შეიძლება გახდეს ნატოს წევრი“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ვაშინგტონში 6 ივნისს  ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ ოქმი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას შენონს ოფიციალურად გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები