ბრიუსელის ტერაქტის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, რომლებიც ბრიუსელში 2016 წლის მარტში მომხდარ ტერორისტულ აქტთან არიან დაკავშირებულები. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში სპეცოპერაციას ატარებდა. ეჭვმიტანილთა დაკავების ორდერი გენერალურმა პროკურატურამ გასცა.
ცნობისთვის, ბრიუსელის აეროპორტში და მეტროში ერთი წლის წინ მომხდარ ტერაქტს 30 ადამიანი ემსხვერპლა და ასზე მეტი დაიჭრა.
ბრიუსელში მას შემდეგ ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე არის შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები