ტრამპმა FBI-ის ხელმძღვანელის პოსტზე ახალი კანდიდატურა შეარჩია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  FBI-ის ხელმძღვანელის თანამდებობა კრისტოფერ რეის შესთავაზა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
ტრამპმა ტვიტერში რეი შეაფასა, როგორც „უმწიკლო რეპუტაციის მქონე ადამიანი“.   2003-2005 წლებში ის აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწე იყო.
ამჟამად რეი საერთაშორისო კომპანიის – “King & Spadling”-ის იურისტად მუშაობს და სამთავრობო სფეროში გამოძიებების ჯგუფს ხელმძღვანელობს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსის თანამდებობა მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც დონალდ ტრამპმა მისი წინა ხელმძღვანელი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ვინაიდან ის „უწყებას ეფექტურად ვერ ხელმძღვანელობდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები