შანხაის აეროპორტში კოკაინისგან დამზადებული ორი ჩემოდანი ამოიღეს

ჩინეთის ქალაქ შანხაის აეროპორტში საბაჟო სამსახურმა აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომელიც კოკაინისგან დამზადებული ორი ჩემოდნის შეტანას ცდილობდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
საბაჟო კონტროლის გავლის დროს, მებაჟეებს ჩემოდნები რენტგენის აპარატში უჩვეულოდ მუქი მოეჩვენათ. ამის შემდეგ, მებაჟეებმა ჩემოდნები დაცალეს და  აწონეს – ცარიელი ჩემოდნები 10 კილოგრამს იწონიდა.
ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ ჩემოდნები სპეციალური ტექნოლოგიის დახმარებით იყო დამზადებული. კოკაინი გარკვეულ ნივთიერებასთან შეერთებით მაგრდება და შემდეგ მას შესაბამის ფორმას აძლევენ.
ჩინეთის საბაჟო სამსახური აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად მოხდა.  ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით, 50 კილოგრამზე მეტი კოკაინის კონტრაბანდა სიკვდილით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები