მაინმარში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

მიანმარის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ის ამ დროს ქალაქ ტავოიდან 32 კილომეტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
თვითმფრინავი ქალაქ იანგონში მიფრინავდა. კავშირის გაწყვეტის მომენტში საჰაერო ხომალდი ზღვის თავზე მიფრინავდა. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
ქალაქ მეის აეროპორტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 105 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები