პოლიციამ მდინარეში ლონდონის ტერაქტის მერვე მსხვერპლის ცხედარი აღმოაჩინა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მდინარე თემზაში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ეს 3 ივნისის ტერაქტის დროს დაღუპული ფრანგი – ქსავიერ თომასია.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თომასი მდინარეში ტერორისტების ფურგონის შეჯახების შემდეგ ჩავარდა, ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 45 წლის მამაკაცს შაბათის შემდეგ ეძებდნენ.
ქსავიერ თომასი ლონდონში თავის მეგობარ ქალთან, კრისტინა დელკროსთან ერთად იმყოფებოდა. ქალი ტერაქტის დროს მძიმედ დაიჭრა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მდგომარეობა მძიმეა.
ქსავიერ თომასის ცხედრის პოვნის შემდეგ, ლონდონის ტერაქტის დროს დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები