ოთხივე ტერორისტი, რომლებიც ირანის პარლამენტს თავს დაესხნენ, ლიკვიდირებულია (ვიდეო)

ირანის პოლიციამ ოთხივე ტერორისტი მოკლა, რომლებიც ირანის პარლამენტს თავს დაესხნენ. ამის შესახებ სააგენტო ISNA იუწყება. სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.
სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
დაახლოებით იმავე დროს, თავდასხმა აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმთანაც მოხდა. იქ ორმა შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო მესამე ტერორისტმა თავი აიფეთქა. სააგენტო „ილნას“ ინფორმაციით, მავზოლეუმთან 5 გამვლელი დაიჭრა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები