მაკრონი ევროს და შენგენის ზონაში ბულგარეთის შესვლას მხარს უჭერს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს ევროს და შენგენის ზონაში ბულგარეთის შესვლაში მხარდაჭერას დაჰპირდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
„ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოკო ბორისოვს აშკარად პროევროპული პოზიცია აქვს არჩეული. საფრანგეთის ამ პოზიციას ყველანაირად მხარს დაუჭერს“ – განაცხადა მაკრონმა.
ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ამჟამად ქვეყნის ხელისუფლება ევროზონის ქვეყნებში აქტიურად ეძებს დახმარებას. 2018 წელს ბულგარეთი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.