ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონში 3 ივნისს მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება.
დაკავებული 30 წლის მამაკაცია. ის ტერაქტის მომზადების, ხელშეწყობის და ტერორისტული დაჯგუფების წევრობაშია ეჭვმიტანილი.
ლონდონში 3 ივნისს საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. სამივე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.