ირანის პარლამენტზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა – ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო (ვიდეო)

ბოლო ინფორმაციით, ირანის პარლამენტში დღეს მომხდარი სროლის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა  “Tasnim” -ი იუწყება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბოევიკებმა“ 4 ადამიანი მძევლად აიყვანეს.
პარლამენტზე თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. თვითმხილველები 3 თავდამსხმელის შესახებ იუწყებიან, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ შენობაში 4 შეიარაღებული პირი შევარდა. ერთ-ერთი დაღუპული პარლამენტის დაცვის თანამშრომელია.
დაახლოებით იმავე დროს, თავდასხმა აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმთანაც მოხდა. იქ ორმა შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო მესამე ტერორისტმა თავი აიფეთქა. სააგენტო „ილნას“ ინფორმაციით, მავზოლეუმთან 5 გამვლელი დაიჭრა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები