პუტინი აცხადებს, რომ აშშ – რუსეთს შორის ომის შემთხვევაში ვერავინ გადარჩება (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ვერავინ გადარჩება. ამის შესახებ პუტინმა ცნობილი ჰოლივიუდელი რეჟოსირისთვის, ოლივერ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვინ იქნებოდა დომინანტი „ცხელი ომის“ შემთხვევაში, შეერთებული შტატები?“ – ჰკითხა სტოუნმა პუტინს.

„მე მგონი, რომ ვერავინ გადარჩებოდა“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ის აშშ-რუსეთის ურთიერთობების გამოსწორების იმედს არ კარგავს.  სტოუნის კითხვაზე, რას შეიძლება ელოდოს ტრამპის ადმინისტრაციისგან, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას, ვიდრე სასაფლაოზე წასაყვანი არ გახდება, „იმედი ყოველთვის ექნება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები