ირანის პარლამენტში და ჰომეინის მავზოლეუმში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაიჭრა

ირანის პარლამენტში და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმში დღეს მომხდარი თავდასხმების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
პარლამენტზე თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. თვითმხილველები 3 თავდამსხმელის შესახებ იუწყებიან, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ შენობაში 4 შეიარაღებული პირი შევარდა. ერთ-ერთი დაღუპული პარლამენტის დაცვის თანამშრომელია.
დაახლოებით იმავე დროს, აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმთანაც მოხდა თავდასხმა. იქ ორმა შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო მესამე ტერორისტმა თავი აიფეთქა. სააგენტო „ილნას“ ინფორმაციით, მავზოლეუმთან 5 გამვლელი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები