საერთაშორისო კოალიციამ სირიაში ასადის ძალები დაბომბა

საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, სირიაში ბაშარ ასადის ძალები კვლავ დაბომბა. ავიაიერიში ატ-ტანფის პუნქტთან განხორციელდა. ეს ძალები დეესკალაციის ზონაში იმყოფებოდნენ, საიდანაც შეთანხმებების მიხედვით, უნდა გაეყვანათ.
კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იერიშის შედეგად განადგურდა საარტილერიო დანადგარი, ერთი ქვემეხი და ერთი ტანკი. სამხედროები არ დაშავებულან, ვინაიდან ავიადარტყმის შესახებ ისინი წინასწარ, სპეციალური კავშირით გააფრთხილეს.
ატ-ტანფი იორდანიის საზღვართან მდებარეობს. აქ მდებარეობს ავიაბაზა, სადაც ამერიკელი სპეცრაზმელები წვრთნიან მოხალისეებს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები