თეირანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

ირანის დედაქალაქ თეირანში, იმამ ჰომეინის მავზოლეუმთან ორმა ტერორისტმა იქ მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო მესამემ თავი აიფეთქა.  ამის შესახებ სააგენტო „ფარსი“ იუწყება.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, როშ შეიარაღებული პირები ირანის პარლამენტში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა დაცვის ერთი თანამშრომელი, რამდენიმე ადამიანი დაჭრილია.
პარლამენტში და მავზოლეუმთან თავდასხმა დაახლოებით ერთდროულად  მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები