რუსთავში ქარმა პრობლემები შექმნა
ქალაქ რუსთავში მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა და ძლიერმა წვიმამ გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. რუსთაველის ქუჩის #22 ნომრის კორპუსის მიმდებარედ ქარმა ხე წააქცია.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, მეგობრობის ქუჩის #3 ნომრის ეზოში, ხისგან მოტეხილმა ტოტმა ელექტროგადამცემი ხაზი ჩაწყვიტა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება მეგობრობის გამზირის ნაწილს, ასევე 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვისა და მიმდებარე ქუჩებს შეუწყდა.
მერიის ინფრასტრუქტურისა და ააიპ “უზრუნველყოფის” თანამშრომლებმა ტერიტორია მთლიანად გაწმინდეს. ვითარებას ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი დავით ჯიქია. ელექტრონერგიის მიწოდების აღდგენა მალევე შეძლეს “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლებმაც.