ილია მეორე გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შეხვდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შეხვდება. ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პატრიარქთან შეხვედრას დაკავებული დეკანოზის ოჯახმა მოითხოვა.
“მაქვს ინფორმაცია, რომ უწმინდესი აპირებს, შეხვდეს, თუმცა ზუსტი დრო არ არის ცნობილი. შეხვედრის დეტალები ზუსტდება”, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.