„ომეგა მოტორსი“ დღეს, ბათუმში BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრებს გახსნის
„ომეგა მოტორსი“ დღეს, ბათუმში BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრებს გახსნის. სადილერო ცენტრის გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე, მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე, ორი ავტომობილის – BMW 5 სერიისა და MINI COUNTRYMAN-ის შოუს ელემენტებით გაფორმებული შთამბეჭდავი პრეზენტაციები მოეწყობა.
ღონისძიებას აფრიკის, კარიბიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ოფისის მმართველი დირექტორი, დოქტორი თომას რინი, აფრიკის, კარიბიისა და აღმოსავლეთ ევროპის იმპორტიორთა რეგიონის გაყიდვების დირექტორი კონრად ბაუმგარტნერი, MINI-ს დირექტორი ფრედერიკ დორაისი და რეგიონის მენეჯერი ვიქტორ აიზენბრაუნი დაესწრებიან.
მედიის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად გაეცნონ ამ განსაკუთრებულ ავტომობილებსა და მათ ტექნოლოგიურ სიახლეებს.
ცნობისთვის: ახალი მე-5 სერია G30, ცნობილია, როგორც „ბიზნესათლეტი“, კონკურეტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური ავტომობილი. BMW 5 სერიაში გამოყენებულია ყველა ის ინოვაცია, რომელიც უკვე აქვს ლუქსკლასის სედან 7 სერიას.
რაც შეეხება ახალ MINI COUNTRYMAN-ს, ის ბრენდის 57-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის გამორჩეული მოდელია, რომელიც ახლა უკვე ჰიბრიდული ამძრაობითაცაა ხელმისაწვდომი.
პრეზენტაციას, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, ტელეკომპანია „იბერია“ პირდაპირ ეთერში გადასცემს.