ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები უკვე ცხრა ქვეყანამ გაწყვიტა

ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები უკვე ცხრა ქვეყანამ გაწყვიტა. მეცხრე ქვეყანა მავრიტანია გახდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მავრიტანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ყატარი მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციას და ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდით არის დაკავებული“.
არაბული ქვეყნები ეჭვობენ, რომ ყატარი სირიაში რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს  უჭერს მხარს. ყატარის ხელისფულება კი აცხადებს, რომ რეგიონში გავლენის მოპოვების საკითხში მისი კონკურენტები მის საშინაო საქმეებში ერევიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები