რუსთავში ხეს მეხი დაეცა
რუსთავში, ძლიერი წვიმის დროს, მეგობრობის გამზირზე ერთ-ერთ ეზოში მდგარ ხეს მეხი დაეცა, რომელიც შემდეგ მანქანას დაეცა და დააზიანა.
მეხის ჩამოვარდნის შედეგად, ელექტროენერგია ავარიულად გაეთიშა რუსთავის მოსახლეობის დიდ ნაწილს.
ავარიული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ადგილზე “ენერგოპოჯორჯიას” თანამშრომლები მუშაობენ.